დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
სოხუმის ქუჩის N7-ის ეზოში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ამჯერად უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 685 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, სამ ამხანაგობაში უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები დაამონტაჟა. ცემის ქუჩის N3-ის მიმდებარედ მოაჯირები დამონტაჟდა, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N59-სა და ჯავახიშვილის ქუჩის N3, N5 და N7-ის მიმდებარედ ბოძკინტები მოეწყო.
დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, ანალოგიური ტიპის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში ჩაატარებს.