რუსებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები

უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, რუსებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს. მისი თქმით, ნივკში საცხოვრებელ კორსპუსებზე თავდასხმა BM-21 Grad-ით (გრადი) განხორციელდა.

„დამპყრობლებმა კიევს (ნივკი) გრადებით დაარტყეს, არიან დაშავებულები. მონსტრებო, რას აკეთებთ", - წერს ის.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა ასევე დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებში.