უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანის გამო. საქმე ეხება უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთის ძალებმა, მის მიერ კონტროლირებადი ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებიდან 2 389 ბავშვი უკანონოდ რუსეთში გადაიყვანა.