როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 მარტს ქუთაისში +12 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2. ახალციხეში დღისით თოვლი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია მოსალოდნელ ბორჯომში, სადაც დღისით +7, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვს, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ითოვებს და დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვს და დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი .

თოვს გუდაურშიც. დღისით -2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს. დღისით -3, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მოთოვს და დღისით +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდები.

თოვლიანი დღეა გურჯაანშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს სიღნაღშიც და დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც თოვს და დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია თოვლი.