ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი აქვს გაკეთებული და ტარდება ის პოლიტიკა, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის.
„ჩვენი ერის მიერ არის ისტორიულად გაკეთებული არჩევანი, რომელიც ევროპული არჩევანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმაზე ვდგავართ, ვდგავართ მყარად და პარალელურად, ვატარებთ ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვისაც“, - აღნიშნა წულუკიანმა.