ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიელ დეპუტატებს:  მარიუპოლი მთლიანად დანგრეულია - წარმოიდგინეთ დანგრეული გენუა, სადაც ხალხი მანქანით თუ ფეხით გაქცევას ცდილობს - კიევს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რომს თქვენთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ 117 ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი მის ქვეყანაში შეიჭრა.

„მარიუპოლი მთლიანად დანგრეულია – ქალაქის მოსახლეობა ნახევარ მილიონს შეადგენდა, რაც დაახლოებით ის ოდენობაა, რაც გენუაში გაქვთ. წარმოიდგინეთ დანგრეული გენუა, სადაც ხალხი მანქანით თუ ფეხით გაქცევას ცდილობს.

კიევს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რომს თქვენთვის. ის ახლა მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებს, როგორც რომი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას", - დასძინა ზელენსკიმ.

რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესების კონტექსტში, ზელენსკიმ იტალიელ პოლიტიკოსებს, კოვიდპანდემიის დასაწყისში, იტალიისადმი უკრაინის დახმარება შეახსენა.

”ჩვენ დაგეხმარეთ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი გამოვაგზავნეთ იტალიაში, რათა პანდემიის დროს თქვენთვის დახმარება გაგვეწია…ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები და ზეწოლა [რუსეთისადმი]“- განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.