გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა მივესალმები მათ პოზიციას, ვინც თავს ზემოთ ძალას გამონახავს და იტყვის სიმართლეს ომის პარტიის მიზნების მიუხედავად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მყარად ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის მიმართ როგორც პოლიტიკურად ისე ჰუმანიტარულად.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასა და მის ცალკეულ წარმომადგენლებსაც კი უჭირთ იმის არ აღიარება, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე. ძალიან ხშირად გვხვდება გამოთქმები, რომ არანაირი მხარდაჭერა არ უნახავთ. ეს არის ისეთი ტყუილი, რომელიც არის მტრობა ჩვენი ქვეყნის. საქართველოს პოზიციონირება ასეთია, პოლიტიკური მხარდაჭერა ურყევი, თავისთავად ჰუმანიტარული მხარდაჭერა და სანქციების ნაწილში ჩვენი დამოკიდებულება და მხარდაჭერა იცით. სამი მიმართულებიდან ჩვენი ურყევი მხარდაჭერის არ დაფიქსირება არის საზოგადოების მოტყუება და საქართველოს მტრობა. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა, მივესალმები მათ პოზიციას, ვინც თავს ზემოთ ძალას გამონახავს და იტყვის სიმართლეს ომის პარტიის მიზნების მიუხედავად“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.