საქართველოს გადაწყვეტილი აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც დიდი ხანია ნეიტრალიტეტის თემას უტრიალებენ და ახლა ჩათვალეს, რომ ამ საკითხის გააქტიურების დროა.
დღეს, თუ რუსეთის სპეცსამსახურების მეშვეობით ხდება რაღაც თემების კულტივირება და ეჭვის შეტანა იმაში, საქართველო სწორ გზაზეა თუ არა, ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ ძალიან მშვიდად და მკაფიოდ. საქართველოს გადაწყვეტილი აქვს იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც დიდი ხანია ნეიტრალიტეტის თემას უტრიალებენ და ჩათვალეს, რომ დროა ამ საკითხის აქტუალიზება მოახდინონ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.