არჩილ თალაკვაძე:  2008 წლის შემდეგ და მანამდეც, ხელისუფლების მუდმივი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რუსეთის ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, ამ პირობის უკან წაღებას საქართველო არ აპირებს

არჩილ თალაკვაძე: 2008 წლის შემდეგ და მანამდეც, ხელისუფლების მუდმივი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რუსეთის ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, ამ პირობის უკან წაღებას საქართველო არ აპირებს

2008 წლის შემდეგ და მანამდეც, საქართველოს ხელისუფლების მუდმივი პრინციპული მოთხოვნა გახლდათ, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, რა თქმა უნდა, ამ პირობის უკან წაღებას საქართველო არ აპირებს, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად მოითხოვს საქართველოც მოლდოვის მსგავსად რუსული ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო ხელისუფლების ხელით და საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას და რუსული ჯარები კვლავ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ.

„რუსეთის ჯარისკაცები და სამხედრო დანაყოფები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ და ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ გავაფორმეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.

2008 წლის შემდეგ და შეიძლება ითქვას მანამდეც (რადგან ოკუპაცია მანამდეც არსებობდა), საქართველოს ხელისუფლების მუდმივი პრინციპული მოთხოვნა გახლდათ, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, ამაში ახალი არაფერია და რა თქმა უნდა, ამ პირობის უკან წაღებას საქართველო არ აპირებს თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს პირობა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში",- განაცხადა თალაკვაძემ.