ომის 27-ე დღე. რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის

ომის 27-ე დღე. რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის

უკვე 27-ე დღეა უკრაინა რუს ოკუპანტებს უმკლავდება. რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო ცეცხლს, მეტწილად გამთენიისას ხსნის.

გამთენიისას განგაში გამოცხადდა ქალაქ ბორისპილში, მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს. გახშრდა კიევზე თავდახსმები - ოკუპანტებმა ცეცხლი პადოლსკის რაიონს გაუხსნეს.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ჩერნიგოვში. ქალაქის მერის განცხადებით, საოკუპაციო ძალები დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან. გვიან ღამით ოკუპანტებმა, ქალაქი ხერსონში სუპერმარკეტი დაბომბეს.

მარიუპოლის მმართველობის ცნობით, ღამით რუსულმა არმიამ ავიაიერიში მიიტანა ხელოვნების სკოლაზე, სადაც 400 მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე იუწყება, რომ უკვე დააფიქსირეს აშკარა ნიშნები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის, ბელარუსის შეიარაღებული ძალებიც ემზადება.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, 975 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვია.