ანდრია გვიდიანი: „არცერთი ევრო რუსეთს ომის დასაფინანსებლად“ - სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასეთი პერსპექტივა ცოტა ბუნდოვანია

ანდრია გვიდიანი: „არცერთი ევრო რუსეთს ომის დასაფინანსებლად“ - სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასეთი პერსპექტივა ცოტა ბუნდოვანია

ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციები არ აზიანებენ მხოლოდ რუსეთს და ამას ამბობენ ევროპელი ლიდერებიც, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ის ჩინეთის ფაქტორზე ამახვილებს ყურადღება და აღნიშნავს, რომ პეკინი რუსეთისთვის სანქციების დაწესება უსამართლოდ მიიჩნევს და მოსკოვთან ვაჭრობის გაღრმავებას გეგმავს. ექსპერტი ამბობს, რომ სანქციების მასშტაბი კარგად უნდა იყოს აწონ-დაწონილი.

„რა საკვირველია, სანქციები დამაზიანებელი იქნება რუსეთისთვის, თუმცა მოცემულობა ისეთია, რომ ჩინეთი მეტ-ნაკლებად ცდილობს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გააღრმაოს. „არცერთი ევრო რუსეთს ომის დასაფინანსებლად“ - სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასეთი პერსპექტივა ცოტა ბუნდოვანია“, - განაცხადა გვიდიანმა.