ირაკლი ღარიბაშვილი: არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების ემოციებსა და გრძნობებზე - ეს იწვევს მოსახლეობის დაძაბვას

ირაკლი ღარიბაშვილი: არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების ემოციებსა და გრძნობებზე - ეს იწვევს მოსახლეობის დაძაბვას

მასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ - ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, მიანიჭებს თუ არა გმირის წოდებას უკრაინაში ომის დროს დაღუპულ ქართველ სამხედროებს.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოუცხადა უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს აქამდე სამძიმარი, პრემიერი პასუხობს, რომ საზოგადოების წინაშე დღეს გამოჩნდა და როცა საშუალება მიეცა, პოზიცია მაშინ გამოხატა.

„მასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, მეგობრებო. ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით, მათი სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების ემოციებზე და გრძნობებზე. ყველას მინდა გთხოვოთ, რომ როგორც საჭიროა ისე დავაფასოთ თითოეული გარდაცვლილი და ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ჩვენ ყველანი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.