ბრიტანეთის დაზვერვა:  რუსეთი მომავალი კვირების განმავლობაში, დიდი ალბათობით, პრიორიტეტს მიანიჭებს დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევას

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი მომავალი კვირების განმავლობაში, დიდი ალბათობით, პრიორიტეტს მიანიჭებს დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევას

მიუხედავად პროგრესის სიმცირისა, კიევი რუსეთის პირველ სამხედრო სამიზნედ რჩება და დიდი ალბათობით, ისინი პრიორიტეტს მიანიჭებენ დედაქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობას მომავალი კვირების განმავლობაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უკანასკნელ მონაცემებშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რუსული ჯარი გაჩერებულია, ჩრდილო-დასავლეთიდან კი ის უკრაინის სასტიკმა წინააღმდეგობამ უკუაგდო.

„მძიმე შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთ ნაწილში.

რუსული ძალები, რომლებიც ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უახლოვდებოდნენ, ახლა გაჩერებული არიან. სამხედრო ძალა, რომელიც კიევს ჩრდილო-დასავლეთიდან ქალაქ გოსტომელის მხრიდან უახლოვდებოდა, უკრაინის სასტიკმა წინააღმდეგობამ უკუაგდო. რუსული ძალის დიდი ნაწილი დედაქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრის მანძილზე რჩებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.