გივი მიქანაძე: საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად მისაღებია ის კურსი, რომლითაც ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება პოზიციონირებს

გივი მიქანაძე: საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად მისაღებია ის კურსი, რომლითაც ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება პოზიციონირებს

საზოგადოების აზრის გამოკვეთამ ცხადყო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად მისაღებია ის კურსი, რომელსაც ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება პოზიციონირებს. ეს ეხება იმ რთულ ვითარებას და იმ აგრესიას, რაც უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გორბის“ კვლევის შედეგებს. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთას ასრულებს.

„საქართველოს მიზანია, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველომ უკვე ოფიციალური განაცხადი გააკეთა წევრობაზე და ის პირველი დადებითი გზავნილი ევროკავშირისგან, რომელიც ევროპული საბჭოს შეკრების ფორმატში იყო მიღებული, რომ საკითხი შემდგომი განხილვისთვის გადაეცეს ევროპულ კომისიას, არის ის გზა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა გავიაროთ. ხელისუფლება ახდენს საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთის აღსრულებას“, - აცხადებს მიქანაძე.