მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, საქართველოში არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე ქვეყანაში ავანტიურა გამოიწვიონ და ხელისუფლება შეარყიონ

მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, საქართველოში არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე ქვეყანაში ავანტიურა გამოიწვიონ და ხელისუფლება შეარყიონ

სამწუხაროდ, საქართველოში არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ხვდებიან, გონივრულად რამდენად გამართულია ასეთი გადაწყვეტილებები, ისინი მაინც ცდილობენ, როგორმე საქართველოში რაღაც ავანტიურა გამოიწვიონ და ხელისუფლება შეარყიონ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები შეაფასა, რომლითაც გამოკითხულთა 76,5% ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში.

ამასთან, სარჯველაძემ ავანტიურის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის უკრაინულ არხზე გაკეთებული განცხადება. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, პარლამენტში მზადდება კანონპროექტი რუსულად სწავლებასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციონერთა მიერ აგორებული კამპანიაა, მაგალითად, თითქოს, იხილება კანონპროექტები რუსულად სწავლებასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტური ტყუილი! ის კი არა, რომ ვიღაცამ რაღაც სწორად ვერ განმარტა და სწორი აზრი ვერ დაიჭირა, უბრალოდ, შეთხზული ამბავია, საერთოდ რომ არ არსებობს ასეთი! ერთადერთი მიზანი აქვს - წავიდეს და უცხოეთში ვინმე მოატყუოს, უთხრას, რომ საქართველოში ასეთი რამ ხდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.