იულია ლატინინა: სამშობიარო დაბომბეს, იმიტომ რომ იქ ისხდნენ ნაცისტები, გადაცმულები ფეხმძიმე ქალებად, მაგრამ სამშობიარო მაინც არ დაუბომბავთ

იულია ლატინინა: სამშობიარო დაბომბეს, იმიტომ რომ იქ ისხდნენ ნაცისტები, გადაცმულები ფეხმძიმე ქალებად, მაგრამ სამშობიარო მაინც არ დაუბომბავთ

 რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსეთის ხელისუფლებას დასცინის:

"1. რუსეთი თავს არ დასხმია უკრაინას, მაგრამ უკრაინამ აუცილებლად უნდა შეწყვიტოს თავის დაცვა

2. სპეციალური ოპერაცია – ომი არ არის, აი, ეკონომიკური სანქციები – ომია

3. ომი დაიწყო იმისთვის, რომ არ დაწყებულიყო ომი

4. წვევამდელები არ გაგზავნილან უკრაინაში, მაგრამ ზოგიერთი იქ მოკვდა

5. სამშობიარო დაბომბეს, იმიტომ რომ იქ ისხდნენ ნაცისტები, გადაცმულები ფეხმძიმე ქალებად, მაგრამ სამშობიარო მაინც არ დაუბომბავთ

6. სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, სამხედროებს არ ხვდებათ წინააღმდეგობა, მაგრამ 20 დღის განმავლობაში მოხერხდა მხოლოდ ხერსონისა და მარიუპოლისთვის ალყის შემორტყმა

7. ყველა უკრაინული თვითმფრინავი განადგურდა რაკეტებით აეროპორტებში. მაგრამ ორი კვირის შემდეგ უკრაინამ მუხანათურად დაბომბა ბელარუსი

8. შენ შეგიძლია უსურვო სიკვდილი უკრაინელებს რუსულ ტელევიზიაში, მაგრამ უსურვო რუს ოკუპანტებს სიკვდილი facebook-ზე – ექსტრემიზმია

9. რუსი სამხედროები ებრძვიან არა მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ ნაცისტებს. 40-ივე მილიონ ნაცისტს" – იულია ლატინინა კრემლის ლოგიკაზე