რაულ ჩილაჩავა: ცუდად მაქვს წარმოდგენილი ხელისუფლების შესაძლებლობა სანქციების საკითხებში, ეს იქნება უბრალოდ ეპატაჟი და ცუდის მეტს არაფერს მოუტანს საქართველოს

რაულ ჩილაჩავა: ცუდად მაქვს წარმოდგენილი ხელისუფლების შესაძლებლობა სანქციების საკითხებში, ეს იქნება უბრალოდ ეპატაჟი და ცუდის მეტს არაფერს მოუტანს საქართველოს

„იმედის კვირა“ მწერალსა და დიპლომატ რაულ ჩილაჩავას შეხვდა, რომელიც საქართველოში უკრაინიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მან გაიხსენა როგორი იყო გზა უკრაინიდან და საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა. ჩილაჩავამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე საქართველოს მთავრობის პოზიციის მიმართ.

„საქართველო დღეს დიდ-პატარიანად არის უკრაინის მხარეს. მე ამას ვხედავ სახლებზე გამოფენილი დროშებით, მე ამას ვხედავ ბანერებით, მე ამას ვხედავ ნებისმიერი ეთერიდან. საქართველოს ხელისუფლება , რა თქმა უნდა, ფრთხილობს, იმიტომ რომ მწარე გამოცდილება აქვს. ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ყურის ძირში დგას რუსული ტანკები და არ გვაქვს არავითარი გარანტია, რომ რუსეთის უკრაინის კვალდაკვალ ჩვენ არ გაგვიხდის სამიზნედ. ცუდად მაქვს წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობა სანქციების საკითხებში, როცა მას არავითარი ბერკეტი არ გააჩნია მათ განსახორციელებლად. ეს იქნება უბრალოდ ეპატაჟი და ცუდის მეტს არაფერს მოუტანს საქართველოს“, - მიიჩნევს ჩილაჩავა.

ჯარჯი ვინ ვინ და ბატონმა რაულმა მშვენივრად იცის, რა ურთულეს სიტუაციაშია ჩვენი სამშობლო. ამიტომაც სწორად აფასებს ვითარებას
3 წლის უკან