უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედ 11 პოლიტიკურ პარტიას საქმიანობას შეუჩერებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. „შავ სიაში" შემდეგი პარტიები მოხვდნენ: „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის", „შარიას პარტია" „ჩვენები", „მემარცხენე ოპოზიცია", „მემარცხენე ძალების კავშირი", „ძალაუფლება", „უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია", „უკრაინის სოციალისტური პარტია", „სოციალისტები" და „ვლადიმერ სალდოს ბლოკი".