რუსეთმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები საკრუიზო რაკეტებით, შავ ზღვაში და კასპიის ზღვაში მყოფი გემებიდან განახორციელა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომლის კომენტარს ბრიტანული „როიტერსი“ ავრცელებს.
კონაშენკოს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გუშინ და დღეს დილით განხორციელდა.
„კალიბრის საკრუიზო რაკეტები შავი ზღვის წყლებიდან გაშვებული იქნა ნიჟინის ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც აღადგენს ბრძოლებში დაზიანებულ უკრაინულ ჯავშანტექნიკას“, - განაცხადა მან.
ამასთან, მედია წერს, რომ რუსეთმა ყირიმის საჰაერო სივრციდან ჰიპერბგერითი რაკეტები გაუშვა, რათა უკრაინელი სამხედროების მიერ გამოყენებული საწვავის საწყობი გაენადგურებინა.