სემეკი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის

სემეკი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის. უკრაინაში გასაგზავნი სამედიცინო და პირველადი საჭიროების საგნები სემეკის თავმჯდომარის ინიციატივით, მისი და კომისიის წევრების, თანამშრომლების ფინანსური ჩართულობით შეგროვდა.

„ვაგზავნით პირველ დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ხალხმა ქართველების დახმარება და გვერდში დგომა ყველანაირად იგრძნოს. ჩვენ ვიცით, რა არის ომი, ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერასა და თანადგომას ასეთ წუთებში. ჰუმანიტარულ ტვირთში გავითვალისწინეთ ყველა საჭირო მედიკამენტი, სამედიცინო დანიშნულების ნივთები და სხვადასხვა  მშრალი საკვები პროდუქტი. ეს არის პირველი დახმარება სემეკის მხრიდან. საჭიროებიდან გამომდინარე, გავუწევთ სხვა სახის დახმარებებსაც,“- განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. 

უკრაინელი ხალხისთვის სემეკის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების ნივთებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და პირველადი მოხმარების საგნებს, არა მალფუჭებად, მშრალ პროდუქტებს.