„თუ თქვენ გაერთიანებული ხართ ნაცისტებისა და ამ ტერორის წინააღმდეგ, უნდა დახუროთ ცა უკრაინის თავზე. ეს რამდენჯერმე ვითხოვე და მილიონჯერ გავიმეორებ. დახურეთ ცა, დახურეთ და შეაჩერეთ დაბომბვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-თან საუბრისას.
რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების შემთხვევაში, სიტუაციის პოტენციური გაუარესების გამო, დასავლეთის შეშფოთების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა:
„გაუარესდება ვისთვის? ჩვენი ოჯახებისთვის? არა. მათთვის? ვინ იცის? არავინ იცის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მომავალში ძალიან გვიან იქნება“.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ შეაჩერებს ომს რუსეთის წინააღმდეგ და რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ ახლა, „ვიდრე ძალიან გვიან არაა“.