ბრიტანეთის არმია მცირე რაოდენობის ბრიტანელ ჯარისკაცებს მიმართავს, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინაში გაემგზავრნენ, და ქვეყანაში დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბრიტანეთის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.
„გვაქვს ინფორმაცია მცირე რაოდენობის ცალკეულ ჯარისკაცებზე, რომლებიც არ დაემორჩილნენ ბრძანებებს და შესაძლოა, უკრაინაში პირადი სტატუსით გაემგზავრნენ. ჩვენ აქტიურად და მტკიცედ მოვუწოდებთ მათ, დაბრუნდნენ დიდ ბრიტანეთში“, - აღნიშნა ბრიტანეთის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პერსონალს ეკრძალება უკრაინაში გამგზავრება შემდგომ გაფრთხილებამდე, ხოლო უკრაინაში ჩასულ სამხედრო პერსონალს დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.