ოპოზიციის ყველა მოქმედება, განცხადებები და აქტივობები მიმართულია ჩვენი ქვეყნის დაზიანებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ოპოზიციას უნდა, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესში პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. უნდათ რომ იკეკლუცონ პროდასავლურობით, როდესაც მათი ამოცანა აბსოლუტურად სხვა რამესთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.