გიორგი ანთაძე: მოხალისეებს, ვისაც სურვილი აქვს, მიდიან, თუმცა გამორიცხულია, უკრაინაში ნატოს სამხედროების გაგზავნა

გიორგი ანთაძე: მოხალისეებს, ვისაც სურვილი აქვს, მიდიან, თუმცა გამორიცხულია, უკრაინაში ნატოს სამხედროების გაგზავნა

მკაფიოდ უნდა გვქონდეს წითელი ხაზი წარმოდგენილი, რომ ნატოს არც ერთი წევრი სახელმწიფო პირდაპირ არ გააგზავნის უშუალოდ მის სამხედროებს, თუმცა ამის მიუხედავად, მოხალისეების დიდი რაოდენობა ისედაც იყრის თავს, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ისეთი საქმეა, რომელიც ზედმეტი ხმაურის გარეშე კეთდება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მოხალისეებად არიან წასულები, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე მაინც მონაწილეობენ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში. ეს რეალურად პრობლემას არ წარმოადგენს. ვისაც სურვილი აქვს, მაინც მიდის. თუმცა გამორიცხულია, პირდაპირ სამხედროების გაგზავნა“, - განაცხადა ანთაძემ.