დიდუბის რაიონის გამგებელმა ქალებს რვა მარტი მიულოცა.

 დიდუბის რაიონის გამგებელმა ქალებს რვა მარტი მიულოცა.

დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად,  უკრაინელ და ქართველ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ვლადიმერ ძნელაძემ და ირმა ზავრადაშვილმა დიდუბის რაიონში მდებარე სასტუმრო „იბისიში“  განთავსებული უკრაინის 91 მოქალაქე მოინახულეს. ისინი საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდნენ და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლეს.
დიდუბის რაიონის გამგებელმა რვა მარტი დიდუბის რაიონში მცხოვრებ ქალებსაც მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.