ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტის მცდელობას,  კახა კალაძის შესახებ ნეგატიური შეფასება მიეღო, ხარკოვის მერმა სამადლობელი განცხადებით უპასუხა (ვიდეო)

ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტის მცდელობას,  კახა კალაძის შესახებ ნეგატიური შეფასება მიეღო, ხარკოვის მერმა სამადლობელი განცხადებით უპასუხა (ვიდეო)

ტელეკომპანია "ფორმულას" მცდელობას, თბილისის მერის, კახა კალაძის საწინააღმდეგო განცხადება მოესმინა, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა პოზიტიური შეფასებით უპასუხა. 
ჟურნალისტმა ხარკოვის მერს ჰკითხა - თქვენ ახსენეთ, რომ დაგიკავშირდათ კახა კალაძე. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის კახა კალაძეც მედიასთან საჯაროდ რუსეთის აგრესიას მკაფიოდ არ გმობს. მხოლოდ იმაზეა მინიშნებები, რომ ჰუმანიტარული ტვირთით ვეხმარებით უკრაინას. პუტინის მისამართით ღია განცხადებებს ყველა ერიდება. ახლა თქვენგან გავიგეთ, რომ დაგიკავშირდათ კახა კალაძე, მათ ამის შესახებაც აქვთ შიში, რომ კომუნიკაცია გასაჯაროვდეს. რა გითხრათ მან, შეგიძლიათ გვითხრათ? რამდენად მკაფიო იყო მისი გზავნილები თქვენთან სატელეფონო საუბრისას?

იგორ ტერეხოვმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა თბილისის მერის, კახა კალაძის ძალისხმევას, ამ მძიმე დროს გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს.

 „ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში, კახამ გამოხატა თანაგრძნობა, რაც ხდება ქალაქ ხარკოვში, უკრაინაში. მან გვკითხა, თუ რა დახმარება გვჭირდებოდა. გვითხრა, რომ ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ მას. მკაფიოდ თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში არის ჩვენთან. მინდა გითხრათ, რომ ეს სერიოზული თანადგომაა, მე კარგად ვარ კახა კალაძის მიმართ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ეს არის სოლიდარობის გამოხატვა“ - განაცხადა იგორ ტერეხოვმა.

დემეტრე _ ნაბიჭვარი ჟჟჟურნალისტი!!!
2 წლის უკან