ძლიერი ქარის გამო დიდუბის რაიონის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის, ხეების წაქცევის ფაქტი ცამეტ მისამართზე ფიქსირდება.
გამგეობის თანამშრომლები და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიიდან ქარისგან მოგლეჯილი ხეები და ხის ტოტები გააქვთ.
ამასთან, აღმაშენებლის ხეივანზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომლის აღდგენაც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება.