დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ასფალტის საფარი მოწესრიგდა.

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ასფალტის საფარი მოწესრიგდა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, ხუთ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-7, მე-14, მე-16 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მიქელაძის ქუჩის N2-ისა და დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის 24ა და 24ბ კორპუსების მიმდებარედ 2 890 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. აღნიშნული სამუშაოები გამგეობის დაკვეთით კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 836 ლარი გამოიყო.