ზელენსკი: რუსულმა ძალებმა ხარკოვი რეაქტიული არტილერიიდან სასტიკად დაბომბეს - მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას

ზელენსკი: რუსულმა ძალებმა ხარკოვი რეაქტიული არტილერიიდან სასტიკად დაბომბეს - მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას

რუსულმა ძალებმა ხარკოვი რეაქტიული არტილერიიდან სასტიკად დაბომბეს, რაც აშკარად ომის დანაშაულია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ხარკოვი მშვიდობიანი ქალაქია, სადაც მშვიდობიანი საცხოვრებელი უბნებია, არ არის სამხედრო ობიექტები. ათობით თვითმხილველის ცნობები ადასტურებს, რომ ეს არ არის ერთი არასწორი დარტყმა, არამედ ადამიანების განზრახ განადგურება: რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად შედგება საერთაშორისო ტრიბუნალი. ეს ყველა კონვენციის დარღვევაა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორეს რეაქტიული არტილერიით ზუსტად მოლაპარაკების პროცესში.

„ვფიქრობ, რუსეთი ასეთი მარტივი გზით ცდილობს ზეწოლას. არ დაკარგოთ დრო, ასეთ ტაქტიკას ჩვენ არ მივიღებთ. სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორე მხარეს რეაქტიული არტილერიით ზუსტად მოლაპარაკების პროცესში“, - აღნიშნა მან.