გუბაზ სანიკიძე: ხარკოვი რუსული ქალაქია (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძე: ხარკოვი რუსული ქალაქია (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველზე სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხარკოვი რუსული ქალაქია. მან წამყვანს, გიორგი ნიორაძეს ჩაუსწორა ფრაზა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხარკოვი რუსულენოვანი ქალაქია. 

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, მან ციხეში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აღფრთოვანებულია "რუსული ქალაქის" ბრძოლისუნარიანობით. 

"მიშა აღფრთოვანებულია უკრაინის ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებით ხარკოვით, რომელიც რუსული ქალაქია. რუსულენოვანი არის დნეპრი, ხოლო ხარკოვი არის რუსული ქალაქი", - განაცხადა სანიკიძემ.

XALIBI ბმული გუბაზაა, მაგას ამერიკელებიც კი აღარ ამბობენ, ნახე რას ამბობს პენტაგონის ყოფილი მრჩეველი და ნახე, რომელი ნაწილები იცავენ ხარკოვს...... მაგიტომ არ ხერხდება ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა......
2 წლის უკან