რეზონანსი
26.02.2022
გერმანიამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც გერმანიაში წარმოებული ლეტალური იარაღის უკრაინისთვის გადაცემას კრძალავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შესაბამისად, მე-3 ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული იარაღი აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ ის უკრაინას გადასცენ.
გამოცემა წერს, რომ ახლა ნიდერლანდებს შესაძლებლობა ექნება უკრაინას გერმანიაში წარმოებული 400 რაკეტა გადასცეს.