კახა გოგოლაშვილი: რახან ნატომ  თავისი სწრაფი რეგირების ძალები მზადყოფმნაში მოიყვანა,როგორც ჩანს, მზადდება გადაწყვეტილება უკრაინაში შეზღუდული კონტინგენტის შეყვანის შესახებ

კახა გოგოლაშვილი: რახან ნატომ  თავისი სწრაფი რეგირების ძალები მზადყოფმნაში მოიყვანა,როგორც ჩანს, მზადდება გადაწყვეტილება უკრაინაში შეზღუდული კონტინგენტის შეყვანის შესახებ

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რახან ნატომ  თავისი სწრაფი რეგირების ძალები მზადყოფმნაში მოიყვანა,როგორც ჩანს, მზადდება გადაწყვეტილება უკრაინაში შეზღუდული კონტინგენტის შეყვანის შესახებ. ასეთ ნაბიჯს ნატოს ქვეყნების მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში მთავრობები ვერ გაბედავენ. თუმცა, დასავლეთში მოსახლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა იზრდება და სულ მალე ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსამის ამის შესაძლებლობას მისცემს. საბედნიეროდ ევროპა გამოდის გრძელადიანი კეთილდღეობით გამოწვეული ძილიდან, ირგვილივ იხედება და რეალობას თვალს უსწორებს.  

ნატოს ძალების ინტევენცია აუცილებლად მოხდება კიევის დაცემის შემთხვევაში, მაგრამ შესაძლოა მანამდეც. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ეს ძალები ჰუმანიტარული, მშვიდობის მხარდაჭერის ამოცანით (ჰუმანიტარული ინტერვენცია, გაეროს ქარტიის მუხლი 7, ან მუხლი 50 - ინდივიდუალური და კოლექტიური თავადაცვის უფლება) დასავლეთ უკრაინაში განლაგდებიან. ასევე, არ არის გამორიცხული ცალკე პოლონეთის შეზღუდული კონტინგენტის შესვლა ლვოვის ოლქში. დაიცავენ აეროდრომებსა და ჰაერსაწინააღმდეგო  დანადგარებს, რომლებსაც თავად შემოიტანენ. ისინი, უზრუნველყოფენ უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდების გზების უსაფრთხოებას.  საბოლოო ჯამში, შესაძლოა ვიხილოთ ნამდვილი "პროქსი" ომი კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის".