მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს საქართველო დღეს უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ პარლამეტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მან ამ დახმარების გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს საქართველო დღეს უკრაინელი ხალხისთვის, ვინც აქაა ჩარჩენილი. ვფიქრობ, მომავალში მოგვიწევს ამ დახმარების კიდევ უფრო გაფართოება. მთელი მსოფლიო ზრუნავს იმაზე, რომ რუსეთის აგრესია შეაჩეროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.