ნუკრი შოშიაშვილი: ვაკვირდები სხვადასხვა ჯგუფებს და ყველაზე აგრესულები, მილიტარისტულად განწყობილები ჩემდა გასაკვირად არიან ორი კატეგორია

ნუკრი შოშიაშვილი: ვაკვირდები სხვადასხვა ჯგუფებს და ყველაზე აგრესულები, მილიტარისტულად განწყობილები ჩემდა გასაკვირად არიან ორი კატეგორია

 ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია. ვაკვირდები ეხლა სოციალურ სივრცეს, აფხაზეთის და ცხივნალი კონფლიქტების ვეტერანებს, რომლებიც ან ზომიერად წერენ სტატუსებს, ან საერთოდ არ წერენ.  მეტ-ნაკლებად სამხედრო საქმის მცოდნეებს, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო სახის პოსტებს დებენ ხოლმე. ასევე ვაკვირდები სხვადასხვა ჯგუფებს და ყველაზე აგრესულები, მილიტარისტულად განწყობილები ჩემდა გასაკვირად არიან ორი კატეგორია:

ქალები, თან ისეთი საშუალო ასაკის - რა გამოდის, რომ ყველაფერს აკეთებენ რომ აგრესიულები იყვნენ, მიტინგებზე იდგნენ რუსების წინააღმდეგ ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ არაფრის დიდებით შვილები ჯარში არ გაუშვან. სახელ-გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ხომ ვიცი მათი ბიოგრაფია და მათი აზროვნება.

მეორე კატეგორია ე.წ აიტიშნიკები, მარკეტოლოგები, ოფინიონ მეიქერები და ა.შ. რომლებსაც ცხოვრებაში აბსოლუტურად არ აქვთ არა თუ სამხედრო საქმესთან შეხება, არამედ ელმენეტარულ ქუჩურ ძალადობაზე თვითდაცვის საშუალებები. აქ კი გვევლინებიან მეგააგრესიულები და მეგამილიტარისტები.

სიახლეს კი არ ვამბობ, ბევრი ვეტერანისგან მომისმენია იგივე დაკვირვება, როგორ იყო მაგალითად 1990-იანებში მრავალ ათასიანი აქციები ოსების წინააღმდეგ და მოწოდებები და როდესაც საქმე-საქმეზე მივიდა იმ აქციიდან 60-კაცი აღმოვჩნდით ცხინვალის რეგიონშიო.

რეალურად ავიღოთ, ამ ხალხს არ შეუძლია ომი, არ შეუძლია რეალური წინააღმდეგობის გაწევა და პირიქით, იმას უნდა "აწვებოდნენ", რომ მშვიდობა იყოს. მე პირადად მინდა რომ ომი არ იყოს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რამენაირად ომი ავიცილოთ თავიდან, მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა იყოს, მირჩევნია პროფესიონალ და ომის საკითხებში გამოცდილ ადამიანებს ვუსმინო.

გამოვიდა ეხლა მიშას გენერალიტეტი, რაც ილაპარაკეს ყველაფერი საწინააღმდეგო მოხდა. ის ხალხი კი ვინც მეტ-ნაკლებად საკითხი იცის, ან ნაკლებად ან საერთოდ არ ჩანს ტელევიზიებში.

თუ ომი გვინდა (მე არ მინდა), მაშინ ყველა ეს ისტერიულობა უნდა გადაიდოს და იერარქიული სისტემა დამყარდეს, სადაც საზოგადოება უსიტყვოდ დაემორჩილება გენშტაბს, რომელიც შეიმუშავებს მწყობრ სტატეგიას და იმის მიხედვით მერე ვიმოქმედებთ. მერე უკვე ყველა ვალდებული იქნება თავის წვლილი შეიტანოს, ან რეზერვისტი იყო, ან სხვა რამე საქმით დაკავდეს, მოკლედ რასაც ეტყვიან იმ საქმით დაკავდეს.

მაგრამ როგორც კი ესე დადგება საკითხი, მერე ნახეთ თქვენ როგორ შეიცვლება დისკურსიც და საზოგადოების განწყობაც, როგორც გახდებიან ეს აგრესიული მილიტარისტები, უცბად პაციფისტები. ჟანრის კლასიკაა“..

ილია საღი აზროვნება. სრულიად გეთანხმებით!
3 წლის უკან
ქეთევან თავად რამდენად სამართლიანად ცხოვრობ იმაზე ილაპარაკე. რამდენად სამართლიანად ფლობ რამდენიმე სამსახურს იმაზე ისაუბრე და მერე განსაჯე სხვები. გაქვს კი სხვისი განსჯი უფლება რატომ არ კითხულობ? თუ ისევ ბაბუას სახელს ხარ ამოფარებული? ხვალ რომ საქართველოს დასჭირდეს იბრძოლებ კი??? აი ამით დაიწყე....
3 წლის უკან