ვახტანგ კაპანაძე: დარწმუნებული ვიყავი, გუშინ ღამით კიევზე ფართომასშტაბიანი შეტევა ვერ განხორციელდებოდა

ვახტანგ კაპანაძე: დარწმუნებული ვიყავი, გუშინ ღამით კიევზე ფართომასშტაბიანი შეტევა ვერ განხორციელდებოდა

უაღრესად მნიშვნელოვანი დღე იყო მორალური თვალსაზრისით უკრაინისთვის და კიევისთვის. თუმცა რუსების მხრიდან რომ არ იქნებოდა ფართომასშტაბიანი შეტევა უცნობ ქალაქში, ეს გასაგები იყო, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა სამხედრო ტაქტიკას ახორციელებს რუსეთი უკრაინასთან ომში.

მისი თქმით, დარწმუნებული იყო, რომ გუშინ ღამით, კიევზე ფართომასშტაბიანი შეტევა არ განხორციელდებოდა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი დღე იყო მორალური თვალსაზრისით უკრაინისთვის და კიევისთვის. თუმცა რუსების მხრიდან რომ არ იქნებოდა ფართომასშტაბიანი შეტევა უცნობ ქალაქში, ეს გასაგები იყო, რადგან მათ არ გააჩნიათ ტექნიკური საშუალებები იმ რაოდენობით, რომელიც მათ მისცემდა საშუალებას, ღამის პირობებში ებრძოლათ უცნობ ტერიტორიაზე. კონკრეტულად, ვგულისხმობ, ღამის ხედვის საშუალებებსა და ღამის ხედვის სამიზნეებს, ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური, შეიძლება იყოს ჯგუფური, მაგრამ უნდა არსებობდეს. იმას, რასაც კოალიციის ჯარები აკეთებდა მაგალითად, ღამე ფალუჯაში ბრძოლის დროს და რითაც უპირატესობა ჰქონდათ მოწინააღმდეგეზე, ეს რუსებს არ გააჩნიათ. თუმცა იყო მცდელობები, სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების მიერ სხვადასხვა ქალაქში, რაც უკრაინელებმა წარმატებით აღკვეთეს“, - განაცხადა კაპანაძემ.