უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი: მოლაპარაკებებზე რუსეთს პირობებს უკრაინა უკარნახებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი: მოლაპარაკებებზე რუსეთს პირობებს უკრაინა უკარნახებს

მოლაპარაკებებზე რუსეთს პირობებს უკრაინა უკარნახებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„იმის შემდეგ, რაც ახლა ხდება, არა მგონია, რომ უკრაინას სუსტი პოზიციები ჰქონდეს. ბოლოდროინდელმა, განსაკუთრებით კი ბოლო ღამის მოვლენებმა აჩვენა, ვის რა შეუძლია. ნებისმიერი ომის შემდეგ მოლაპარაკების პროცესი იწყება და ამ პროცესში პოზიციები განსხვავებული იქნება. ამ პოზიციებს უკრაინა უკარნახებს. წამოვაყენებთ პირობებს მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში“, - აცხადებს პოდოლიაკი.