უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების გამართვის დეტალებს ათანხმებენ

უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების გამართვის დეტალებს ათანხმებენ

უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების გამართვის დეტალებს ათანხმებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინული მხარე მოლაპარაკების ინიციატივით გამოვიდა, მოსკოვმა კიევს შეხვედრის გამართვა მინსკში შესთავაზა. უკრაინა კი შეხვედრის ადგილად მოსკოვს ვარშავას სთავაზობს.

უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის ლიდერი მოლაპარაკებებში შუამავლობას ისრაელის პრემიერს, ნაფტალი ბენეტს სთხოვს.