დღეს აშშ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი სანქცირებული პირების სიაში არიან რუსეთის პარლამენტის წევრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას.
დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს.
მანამდე ერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
„ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა ფეხქვეშაა გათელილიი და ჩვენ, როგორც ევროპელები ამას არ ვაღიარებთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.