„ნაციონალური მოძრაობის“ იდეაზე აყოლა, რომ რაიმე ეკონომიკური ბერკეტი გაგვაჩნია, არის ქვეყნის დაზიანების სურვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რეზოლუციაზე ხელმოწერა საქართველოს ღირსების დისკრედიტაციას ნიშნავს.
„უამრავი საფუძველი შემიძლია გითხრათ, რატომ აკეთებენ ამას. იმიტომ, რომ როგორმე რუსეთის მეშვეობით გაკეთდეს ის, რაც ვერ გააკეთეს აქამდე, მოხდეს დესტაბილიზაცია, არეულობა, ეკონომიკური კრახი განხორციელდეს და იქნებ ხელისუფლებაში მოვიდნენ. მათი ლიდერი გორში ფორთხავდა და დღეს ზელენსკის ედრება. ამათთან ერთად რაიმე რეზოლუციაზე ხელმოწერა ნიშნავს დისკრედიტაციას საქართველოს ღირსების და ჩვენი დამოკიდებულების, თუნდაც იმ ბიჭების მიმართ, ვინც საქართველოსათვის დაიხოცა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
1-ელ თებერვალს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.