გიორგი ცხვიტავა: სამანევრო სივრცე არის ძალიან დიდი და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაცვითი ბრძოლები აწარმოონ

გიორგი ცხვიტავა: სამანევრო სივრცე არის ძალიან დიდი და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაცვითი ბრძოლები აწარმოონ

გრავიტაციის ცენტრი არის კიევი - რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ საკუთარ ძალებს მობილიზაცია გაუკეთოს და იერიში კიევზე მიიტანოს, თუმცა, რამდენიმე მილიონიანი ქალაქის ასე მარტივად აღება შეუძლებელია, - ამის შესახებ „იმედის“ სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამანევრო სივრცე არის ძალიან დიდი და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა გააჩნიათ, რომ უკან დახევის პირობებშიც კი, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაცვითი ბრძოლები აწარმოონ.

„ფრონტის მთელ ხაზზე რეალურად წინსვლა ვერ ხერხდება. ძალიან დიდი სამანევრო სივრცე არის, ყველა მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ წინააღმდეგობას და მიმდინარეობს სერიოზული შეტაკებები. რუსეთის მხრიდან საუბარი არის დაახლოებით 60-ზე მეტ ბატალიონ-ტაქტიკურ დაჯგუფებაზე, რომლებიც ცალკეულად მოქმედებენ და ცდილობენ გავიდნენ მოწინავე პოზიციაზე, მიახლოვდნენ კიევს და მოახდინონ საკუთარი ნების მოხვევა. სამანევრო სივრცე არის ძალიან დიდი და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა გააჩნიათ, რომ უკან დახევის პირობებშიც კი, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოონ თავდაცვითი ბრძოლები“, - განაცხადა გიორგი ცხვიტავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინდელმა დამოკიდებულებამ და განცხადებებმა გამოიწვია ის, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია პრაქტიკულად, ერთი გასროლის გარეშე მოხდა, დღეს კი აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა