გიორგი ხელაშვილი: რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დადგან საცირკო წარმოდგენა, დასავლეთისთვის სრულიად გაუგებარია

გიორგი ხელაშვილი: რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დადგან საცირკო წარმოდგენა, დასავლეთისთვის სრულიად გაუგებარია

„დღეს საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს ნატო, დასავლეთი“, - ამბობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

იგი უკრაინასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

„დღეს საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს ნატო, დასავლეთი. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დადგან საცირკო წარმოდგენა, იაფფასიანი თეატრალური ჟესტი, დასავლეთისთვის სრულიად ზედმეტი, სრულიად გაუგებარია, ემსახურება მათ ვიწროპარტიულ ინტერესებს. არ ვიცი, საქართველოში ეს როგორ ჩანს, მაგრამ აქედან სასაცილოდ გამოიყურება“, - განაცხადა ხელაშვილმა.