კრემლში ცნობად მიიღეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება მზადყოფნის შესახებ, მოხდეს უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსის განხილვა, უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ახალი განცხადებაა. ჩვენ მივაქციეთ მას ყურადღება. ეს პოზიტივისკენ სვლაა. ახლა ჩვენ ის უნდა გავაანალიზოთ. მეტის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის მსოფლიო თანამეგობრობასთან ნორმალიზების პერიოდი ასე თუ ისე დადგება, როდესაც გაჩნდება გაგება იძულებითი ომის შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ზელენსკი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მზად არის ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს.
„ის ახლა სიმართლეს არ ამბობს. ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მზად არის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად“ , - განაცხადა ლავროვმა.