სანქციები არ იყო ისეთი ჯოჯოხეთური, როგორსაც გვპირდებოდნენ, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, კარლ ვოლოხმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ აშშ-საგან „სვიფტიდან“ გამორთვის შესახებ განცხადება ვერ მოვისმინეთ. „სვიფტი“ უკვე ის წერტილია, სადაც აბსოლუტურად სერიოზული შესაძლებლობების წართმევა არის შესაძლებელი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „დიდი შვიდეულში“ უთანხმოებებია და გერმანია და იტალია არ უჭერენ მხარს „სვიფტიდან“ რუსეთის გამორთვას და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სანქციები არ იყო ისეთი ჯოჯოხეთური, როგორსაც გვპირდებოდნენ“, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შესაძლებლობა კვლავ განიხილება.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა