აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.
„პუტინი აგრესორია. პუტინმა ეს ომი აირჩია. ახლა კი ის და მისი ქვეყანა შედეგებს მიიღებენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.