დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-16 კორპუსის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია დაასრულა.
ოთხ სადარბაზოიან კორპუსში, სადაც 60 ოჯახი ცხოვრობს სახურავის მოწყობის სამუშაოები 1400 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. ასევე, დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83 697 ლარი გამოიყო.