დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
აკაკი წერეთლის გამზირის N55-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა. დამონტაჟდა კაბინა და ამწე მექანიზმები. ასევე , შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.
დაზიანებული ლიფტის აღდგენისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 334 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.