ალეკო ელისაშვილი: ტერიტორიას რომ ასე მოგვინიშნავ და პრესკონფერენციით გვეტყვი, რომ მორჩა, ბადრი ჯაფარიძე „ლელოს“ კანდიდატია და ყველამ დაუჭირეთ მხარი, ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს

ალეკო ელისაშვილი: ტერიტორიას რომ ასე მოგვინიშნავ და პრესკონფერენციით გვეტყვი, რომ მორჩა, ბადრი ჯაფარიძე „ლელოს“ კანდიდატია და ყველამ დაუჭირეთ მხარი, ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს

ტერიტორიას რომ ასე მოგვინიშნავ და პრესკონფერენციით გვეტყვი, რომ მორჩა, ბადრი ჯაფარიძე „ლელოს“ კანდიდატია და ყველამ დაუჭირეთ მხარი, ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინ პარლამენტის ისტორიაში იყო ძალიან სამარცხვინო დღე. ჩვენ, ამ შემთხვევაში პარტია „მოქალაქეებმა“ საჯაროდაც ვთქვით, რომ ძალიან ცუდი იქნებოდა ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა. მისთვის მანდატის შეწყვეტის საწინააღმდეგოდ მივეცით ხმა მაგრამ, საერთო ჯამში „ქართული ოცნების“ ხმებმა გადასძალა და მივიღეთ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მან ასევე პარტია „ლელოს“ მიერ ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარად წარდგენის შესახებაც ისაუბრა. „სამწუხაროა, რომ „ლელომ“ ჯერჯერობით ვერ ისწავლა ოპოზიციონერ კოლეგებთან კოლეგიალური ურთიერთობა. გასაგებია, მძიმე დღე ჰქონდათ, არ იყო მანდატის შეჩერება ბადრი ჯაფარიძისთვის მარტივი და აღელვებულები იყვნენ, მაგრამ მოაწყვეს პრესკონფერენცია და თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება რუსთავში ოპოზიციის საერთო კანდიდატი და დანარჩენმა ოპოზიციამ მოდით და მხარი დაუჭირეთ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თუ „ლელოს“ უნდოდა ჩვენი მხარდაჭერა, კეთილი უნდა ინებო და მოხვიდე, იცით სადაც ვსხედვართ, არ ვართ შორს, მოდი წინასწარ დავილაპარაკებდით, აზრს ვეტყოდით. მაგრამ ტერიტორიას რომ ასე მოგვინიშნავ და პრესკონფერენციით გვეტყვი, რომ მორჩა და გათავდა, „ლელოს“ კანდიდატია და ყველამ დაუჭირეთ მხარი, ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. მერამდენედ ხდება ასე, რომ „ლელო“ პრესკონფერენციებით გველაპარაკება. ერთ შენობაში ვსხედვართ. თუ მოგვიწოდებ, რომ მხარი დაგიჭიროთ და თან ასე არაკოლეგიალურად იქცევი და ქედმაღლურად გველაპარაკები, არის ძალიან გულსატკენი. შესაბამისად, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ კბილებით ვიცავდით გუშინ ბადრი ჯაფარიძის მანდატს, ჩვენ მის კანდიდატურას რუსთავში მხარს ვერ დავუჭერთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.