არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია და „ლელო“ ცდილობენ, როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია და „ლელო“ ცდილობენ, როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება

ეს არის ოპოზიციის და „ლელოს“ მცდელობა, რომ როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას რუსთავის მაჟორიტარად კენჭისყრასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ცოტახნის წინ მერის არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და წლების განმავლობაში რუსთავს კარგად ახსოვს, ოპოზიციური მმართველობა რას ნიშნავდა და რა შედეგები დადგა მუნიციპალიტეტში, სხვათა შორის, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ რუსთავსა და გარდაბანში. ჩვენ გვყავს ძალიან პროგრესული, ეფექტური და ენერგიული მერი ნინო ლაცაბიძე, ასევე გვყავს ადგილზე კარგი გუნდი, რომელიც საარჩევნო კამპანიას ეფექტურად ჩაატარებს. ასე რომ, ოპოზიციის რომელიმე კანდიდატის მიერ დამაჯერებელი შედეგის დადების შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად და პარლამენტს რუსთავიდან კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი შემოუერთდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.