„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს დიდი ალბათობით არ დააყენებენ.
მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებზე მას შემდეგ ჩამოყალიბდებიან, რაც „ლელოს“ წარმომადგენლებთან ექნებათ საუბარი.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ რუსთავში რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით ვფიქრობდით და შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებდით, თუმცა დღეს კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ კანდიდატურას დიდი ალბათობით არ დავაყენებთ. დანარჩენ დეტალებზე როცა „ლელოს“ წარმომადგენლებთან გვექნება საუბარი, მერე ჩამოვყალიბდებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.