ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ამ საკითხზე უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
„ახლა არ არის ვიწროპარტიული ინტერესების გატარების დრო“, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.